მაჰათმა განდის საზოგადოების მიერ მომზადებულ ყოველკვირეულ ინგლისურენოვან გადაცემაში – War & Peace Times from Georgia, რომლის წამყვანებიც არიან დოქტორი ჯული ქრისტენსენი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტიდან და ირაკლი კაკაბაძე, 15 იანვარს, 22 საათზე ნიუ იორკიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო NDI-ის ქართული ბიუროს ყოფილი თავმჯდომარე, დოქტორი ლინკონ მიტჩელი კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, რომელმაც სენსაციური განცხადება გააკეთა.
წამყვანის, ირაკლი კაკაბაძის კითხვა ეხებოდა ,the New Yorker-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც კორესპონდენტი, ადამ დეივიდსონი მიულერის გამოძიებაზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ტრამპისა და სააკაშვილის ,,ერთობლივი პროექტი” 2011-2012 წლებში – ,,ტრამპის ინვესტირება საქართველოში“ იყო კრიმინალური პროექტი, რომლის მიხედვითაც ტრამპმა ინვესტიცია კი არ ჩადო, არამედ ფული ,,იშოვა“ პროექტის საშუალებით. ბიზნესმენმა ტრამპმა ფული პუტინის მეგობარი ყაზახი ოლიგარქის, თემურ ყულიბაევისგან, იერკინ ტატიშევისა და ტარგატ ტულუმბაევისგან მიიღო. სწორედ ეს ბიზნესმენები გამოავლინა ამერიკელი ჟურნალისტის, მიულერის გამოძიებამ. ლინკოლნ მიტჩელი აცხადებს, რომ ამერიკის მომავალმა პრეზიდენტმა მაშინ ყველაფერი გააკეთა the New Yorker-ის გამოძიების მისაჩქმალად.
ლინკოლ მიტჩელი:-2011-2012 წლებში მიხეილ სააკაშვილი და დონალდ ტრამპი (რომელიც მაშინ მხოლოდ კერძო ბიზნესმენი იყო) პუტინის ფულს რეცხავდნენ ყაზახი ოლიგარქების შუამავლობით. ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ 2017 წელს გამოჩნდა გავლენიან ჟურნალ The New Yorker-ში. თუმცა, მაშინ ტრამპის ადმინისტრაციამ და მისმა იუსტიციის მინისტრმა, ბილ ბარმა ეს ინფორმაცია ,,გააქრეს“. დღეს ამ ინფორმაციამ მაინც გაჟონა და ყველაფერი გამოაშკარავდა. სააკაშვილი- ტრამპის აჭარული ,,ფულის რეცხვის“ ამბავი დღეს საიდუმლო აღარაა დაინტერესებული პირებისთვის. საინტერესო ისაა, როგორ ახდენდა პუტინი თავისი ფულით სააკაშვილის მართვას.
ირაკლი კაკაბაძე:
-რა იგულისხმება ,,აჭარული ფულის რეცხვაში”?
ლინკოლ მიტჩელი
– ის, რომ სააკაშვილის გამოცხადებული ,,ტრამპის ინვესტიცია საქართველოში“ ბლეფი იყო. სინამდვილეში, ტრამპს 1 მილიონი დოლარი ქრთამად მისცეს, რომ მას სააკაშვილისთვის საკუთარი ბრენდის სახელის გამოყენების უფლება მიეცა. ფული ყაზახი ოლიგარქისგან მოდიოდა, რომელიც პუტინის ფულს რეცხავდა. ტრამპი და სააკაშვილი პოლიტიკურად და ტემპერამენტულად ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. მართალია, მათი მსგავსება პირდაპირ გადაცემის თემას არ ეხება, თუმცა, ეს ზუსტად ის კონტექსტია, რომელშიც ჩვენ ახლა მოვლენები უნდა განვიხილოთ. ობიექტურები რომ ვიყოთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, მიშა ბევრად უფრო ეშმაკია, ვიდრე – ტრამპი.მაგრამ მათი ტემპერამენტი და მოღვაწეობის სტილი ერთნაირია. ერთნაირია დემოკრატიის მიმართ მათი მიდგომებიც: შენ ან ჩემ მხარეს ხარ, ან – ხალხის მტერი! თუმცა, ასეთი აზროვნება შორს დგას დემოკრატიისგან. ორივე მათგანს პერსონალური სტილის ვულგარულობა და სექსუალური მტაცებლობა ახასიათებთ. დონალდ ტრამპის ფინანსური ურთიერთობები რუსეთთან ბოლომდე, სამწუხაროდ, არასდროს არავინ გამოიძია. მიულერის რეპორტი, რომელიც გრძელი დოკუმენტია და რომლის წაკითხვასაც ყველას ვურჩევ, კარგად აღწერს ძალიან ბევრ ფაქტს და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მაგრამ ამ გამოძიებამაც კი ვერ შეძლო – ყველა სიღრმეს ჩასწვდომოდა, გამოსაძიებელი ჯერ კიდევ ბევრია. გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, დონალდ ტრამპმა და ბილ ბარმა მთლიანად ჩამოწერეს სტატია და მისი დისკრედიტაცია სცადეს. რაც შეეხება სააკაშვილისა და ტრამპის ერთობლივ ,,ფულის რეცხვას” – უნდა გავიხსენოთ, რომ 2011 წელს დონალდ ტრამპი აშშ-ში მარგინალური პოლიტიკური ფიგურა იყო და ის, ძირითადად, უძრავი ქონების ბიზნესს წარმოადგენდა. მე ნიუ იორკში ვცხოვრობ და ვიცნობ უძრავი ქონების ბიზნესის ბევრ წარმომადგენელს, რომლებიც მეუბნებიან, რომ ტრამპი არასდროს ყოფილა სერიოზული მოთამაშე უძრავი ქონების ბაზარზე. ეს ბიზნესი ყოველთვის ,,ვალების თამაშია“, რადგან, დავუშვათ, თუ ბიზნესმენი ნახევარმილიარდიან შენობას აშენებს, გადასახადი უძრავ ქონებაზე იმდენად დიდია, რომ ყველა მათგანს ბანკიდან სესხის აღება უწევს. ყველაფერი, რა თქმა უნდა, კანონიერია და ასე იქცევიან უძრავი ქონებით დაკავებული ბიზნესმენები. ამ მაგალითით ვცდილობ, აგიხსნათ რა მოხდა რეალურად: თუ თქვენ სესხულობთ ფულს ბანკში, მაშინ ეს სესხი უნდა დაფაროთ. ვინც ვალს არ ფარავს, მას ბანკი სესხს აღარ აძლევს. ასეთია ნორმალური ბიზნესის ოპერირების წესი: თუ ადამიანი ვალს არ ისტუმრებს, მას სესხს აღარ აძლევენ. და თუ შენ დონალდ ტრამპი ხარ და ამ სესხებს წლების განმავლობაში არ ისტუმრებ, მაშინ შენ ფულს აღარავინ განდობს. ამ დროს ბანკების არაკეთილსაიმედო მოვალე ცდილობს, იპოვოს ისეთი ადამიანები, რომლებიც ფულს ასესხებენ, თუმცა, ეს თანხები გამსესხებელს არ აინტერესებს. მას სრულიად სხვა რამ უნდა. ეს არის ის გზა, რომელმაც ტრამპი რუსეთამდე მიიყვანა. ამ ბექგრაუნდის ცოდნა კარგად ხსნის ტრამპის ოპერირების პატერნს, როდესაც ის ბიზნესში პატიოსნად, წესების დაცვით არ თამაშობს, მიდის უცხო ქვეყნების ფინანსურ წყაროებთან, თანაც – ისეთებთან, რომლებიც პოზიტიურად არ არიან განწყობილნი ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. ასეთი ბიზნესწყარო ტრამპისთვის რუსეთი აღმოჩნდა, რომელმაც საკმაოდ სოლიდური თანხა შესთავაზა უძრავი ქონების ბიზნესმენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს. რა ხდებოდა საქართველოში 2012 წელს? სააკაშვილი უახლოვდება 2012 წლის არჩევნებს. საქართველოში დგება მომენტი, როდესაც სააკაშვილის გამარჯვება სრულ კონსოლიდაციას გაუკეთებდა საკმაოდ საზიზღარ ნახევრადავტორიტარულ სისტემას. ამავდროულად, სააკაშვილის საქმე არცთუ კარგადაა. ,,ქართულ ოცნებასთან“ მისი წაგების შანსი იზრდება, ოპოზიციური კოალიცია ფორმდება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს იმ სახელმწიფო და ადმინისტრაციული რესურსის საწინააღმდეგოდ, რომელიც დგას ,,ნაციონალური მოძრაობის“ უკან. ბოდიშს ვიხდი ამდენი ბექგრაუნდისთვის, მაგრამ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. და სწორედ ამ მომენტში, 2012 წლის გაზაფხულზე სააკაშვილი აწყობს ივენთს, სადაც აცხადებს: ,,მე ჩამოვიყვანე დონალდ ტრამპი საქართველოში! ის ჩადებს დიდ ფულს ამ ქვეყანაში!“ ამ დროს საქართველოში ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ტრამპი არის კლოუნის მსგავსი წარუმატებელი ამერიკელი ბიზნესმენი, ,,ბრენდერი“, რომელიც ყიდის მხოლოდ თავის სახელს. მისი სახელით კი ვიღაც სხვა დებს ფულს ამ ბიზნესში. რასაკვირველია, ეს კარგი ბიზნესია თუ შენ ვინმე ამას გიკეთებს: შენ მხოლოდ სახელს ყიდი და ვიღაც ამაში გიხდის. ტრამპიც სწორედ ასე ოპერირებდა. ანუ, ტრამპი კი არ დებდა თავის ფულს საქართველოში, არამედ – სააკაშვილი და მისი ხალხი დებდა ფულს ქვეყანაში და ამბობდა, რომ ინვესტორი აშშ-ის ბიზნესმენი, ტრამპი იყო. რასაკვირველია, საკუთარი სახელისთვის ტრამპს სოლიდურად გადაუხადეს. ასე ხდებოდა არამარტო ბათუმში. მსოფლიოს ბევრ სხვა ადგილას ტრამპი თავისი სახელით აკეთებდა ტრანშებს, რომლის წყაროებიც საკმაოდ საეჭვო იყო. ,,ფულს დებდა“ ისეთ პროექტებში, რომლებიც, საბოლოოდ, არასდროს აშენებულა. მე დავწერე წერილი Huffington Post-ში The New Yorker-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სადაც ვამტკიცებდი, რომ ბათუმის ამბავი ერთ-ერთი დიდი აფიორა იყო. მაშინ საქართველოს ვიცავდი და არა – სააკაშვილსა თუ ტრამპს. 2012 წელს დონალდ ტრამპთან საქმეს ან ძალიან ცუდი ამერიკული ბიზნესი ან ძალიან, ძალიან ჩრდილოვანი ,,უცხო“ ოლიგარქი თუ დაიჭერდა. ეს ხსნის იმასაც, რომ ფული წამოვიდა ყაზახეთიდან, ყაზახი ოლიგარქისგან, რომელიც პუტინის ფულის მრეცხავი იყო. რაც შეეხება საქართველოსა და სააკაშვილს – ეს ჩემთვის ძალიან რთული და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ყველაფერი მოდის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი იდეოლოგიური ღერძისგან – ეგრეთ წოდებული მოშვებული ლიბერტარიანიზმისგან. რომ ყველა პრობლემის გადაწყვეტა კერძო სექტორს შეუძლია. ქვეყნის პირველი პირი აცხადებდა: ,,ყველას შეუძლია ჩემს ქვეყანაში ფულის ჩადება, აბა, ვინ იქნება პირველი?“ ფულის წარმომავლობასა და ინვესტორზე სააკაშვილი არასდროს ფიქრობდა და ინვესტორს არასდროს უპირისპირდებოდა. ,,ნაცმოძრაობის“ რეჟიმი დასავლეთში ცნობილი იყო იმით, რომ ის კორუფციას ებრძოდა. ამ თემაზე დასავლეთში მუმივად საუბრობდნენ, თუმცა, ეს ამბავი, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ სანახევროდ იყო მართალი. სინამდვილეში, სააკაშვილი კორუფციას მხოლოდ დაბალ დონეზე ებრძოდა და მთლიანობაში არ ცდილობდა მის დამარცხებას. ,,მაღალი დონის კორუფცია“, რომელზედაც ახლა თქვენ ლაპარაკობთ, ძალიან დიდი პრობლემა გახდა სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” მმართველობის ბოლო წლებში და ეს იყო მთავარი პრობლემა: ფული შემოდიოდა არა საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის. სოლიდური თანხები მაღალი რანგის თანამდებობის პირთა ჯიბეებში ილექებოდა. ეს ადამიანები იმ პოლიტიკურ აპარატს აფინანსებდნენ, რომელიც რეჟიმს ემსახურებოდა. აი, ზუსტად ეს მოხდა 2012 წელს საქართველოში.”