ტიკარაძე: ერთ ჯერზე ჩვენ ვერ და არ მივიღებთ 3 და 4 მილიონ მოსახლეზე საჭირო ვაქცინაციას

„დღეს მთავარ გამოწვევად რჩება ვაქცინების მოცულობა, რომელიც შეიძლება, აწარმოონ მწარმოებლებმა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სექტორს აქვს საკმარისი დრო და გამოცდილება, რომ მოსახლეობა აცრას.

“სხვა კუთხით ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო და ასევე გამოცდილება იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის აცრა. ერთ ჯერზე ჩვენ ვერ და არ მივიღებთ 3 და 4 მილიონ მოსახლეზე საჭირო ვაქცინაციას. შეიძლება, საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაცია დაიყოს 3 ან მაქსიმუმ 4 ეტაპად“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები