„ექსპო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 9 მონაწილიდან ყველა თავისუფალია

„ექსპო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქციის დაკავებული 9 მონაწილიდან ყველა გაათავისუფლეს.

სამოქალაქო აქტივისტები  „ქართული ოცნების“ ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავდნენ და საგამოფენო ცენტრის მიმდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით 9 ადამიანი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები