საპროტესტო აქცია „ექსპო ჯორჯიასთან” – სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

სამოქალაქო აქტივისტები „ექსპო ჯორჯიასთან”, სადაც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა გაიმართება, საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა საროტესტო ბანერები მიიტანეს, ისინი შეძახილებით – „მონა” „სირცხვილია”  მმართველი გუნდის წევრებს მიმართავდნენ, ასევე ცდილობდნენ ბანერების გაშლას, რის შემდეგაც პოლიციასა და პროტესტანტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ცნობისთვის, დღეს, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა გაიმართება და მას მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-მდე დელეგატი დაესწრება.

ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას.

როგორც ცნობილია პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები