ვეფხვია გულედანი: ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს, პოლიტიკასთან უფრო დიდი შეხების წერტილი აქვს, ვიდრე რელიგიასთან

„შესაძლოა უცნაურად ჟღერს მაგრამ, სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს, პოლიტიკასთან უფრო დიდი შეხების წერტილი აქვს, ვიდრე რელიგიასთან, ამაში თქვენ თვითონ დარწმუნდებით, თუ პროვაკაციის მომწყობ მთავარ აქტორებს გადახედავთ,” – ამის შესახებ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვეფხვია გულედანი აცხადებს.

მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში უნიკალური ქვეყანაა, სადაც არათუ წლების, არამედ საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანები ჰარმონიულად ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ.

„ვინ დგას ყოველივეს უკან და ვინ ცდილობს ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას? პასუხი ცალსახაა, „ნაციონალური მოძრაობა” და ახალი „ნაციონალური მოძრაობა” („ევროპული საქართველო”). არც საქართველოს და არც ქართველებს ვაქებ, მაგრამ ფაქტია, საქართველო გახლავთ მსოფლიოში ერთადერთი და უნიკალური ქვეყანა, სადაც არათუ წლების, არამედ საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანები ჰარმონიულად ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ისეთი სენსიტიური თემით მანიპულირებას ცდილობენ, როგორიცაა რელიგია და ამისთვის საკუთარ აქტივს იყენებენ, ბუკნარში სიტუაციის დაძაბვის მიზნით. ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა სცენაზე საკუთარი ფალავანი შემოიყვანა. ერთი გახლავთ ტარიელ ნაკაიძე, ევროპული საქართველოს წევრი. მეორე კი ფირუზ წულუკიძე, რომელიც პირდაპირ კონტაქტშია მიხეილ სააკაშვილთან. მისგან იღებს დირექტივებს და ანგარიშსს აბარებს. ფირუზ წულუკიძე ერთხელ უკვე მოხვდა ყურადღების ცენტრში, როდესაც ის ბათუმში პოლიციაზე თავდასხმის გამო დააკავეს. ასევე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას კავშირი აქვს (ჰქონდა) ტერორისტულ ორგანიზაციასთან, რადგან ცნობილ ვიდეო ჩანაწერში, ახმედ ჩატაევი სწორედ, ფირუზ წულუკიძის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საქართველოს ქალაქებში ტერორისტულ აქტებს აანონსებდა.

აღნიშნული ფაქტი მოწმობს, რომ წულუკიძე რელიგიას ამოფარებული ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ადამიანია, რომელსაც თავის მხრივ ვარშალომიძე და სააკაშვილი საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. აღნიშნული ორი პიროვნება (ნაკაიძე,წულიკიძე) არა სიტუაციის დამშვიდებას, არამედ პროცესების ესკალაციას და ძალადობრივ რეჟიმში გადაყვანას ცდილობდნენ. სასიხარულოა, რომ მათი პროვოკაცია არ შედგა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით კონფლიქტი ამოიწურა, საღმა აზრმმა გაიმარჯვა და ბუკნარი ისევე განაგრძობს ცხოვრებას, როგორც აქამდე იყო, ქრისტიანებს და სხვა რელიგიის წარმომადგენლებს გასაყოფი არაფერი გვაქვს, რადგან ჩვენ ჩვენი ქვეყანა და ერთმანეთის სიყვარული გვაერთიანებს!” – აღნიშნავს გულედანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები