“როცა დავინახავთ, რომ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 5%-ს, უკვე შეგვიძლია, მაღალი საზოგადოებრივი აქტივობის საქმიანობების უსაფრთხო გახსნაზე ვისაუბროთ”

“როდესაც დავინახავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იკლებს, დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 5%-ს, უკვე შეგვიძლია, მაღალი საზოგადოებრივი აქტივობის საქმიანობების უსაფრთხო გახსნაზე ვისაუბროთ”, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ იმ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვის პასუხად განაცხადა, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს პირველი თებერვლიდან ტრანსპორტის გახსნაზე მიმართავენ.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმ რისკებს პირდაპირ ასახავს, რაც ჩვენ საზოგადოებაში გვაქვს. როდესაც დავინახავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იკლებს, დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 5%-ს, უკვე შეგვიძლია, მაღალი საზოგადოებრივი აქტივობის საქმიანობების უსაფრთხო გახსნაზე ვისაუბროთ.

ჯერჯერობით, ამ პროცესის მიმდინარეობა არის კარგი, დადებითი ტენდენციები აღინიშნება. მომდევნო ორი კვირა კიდევ ერთხელ დაგვანახებს იმას, თუ რისი საშუალება გვაქვს პირველ თებერვალს,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები