კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე პარტიის ძლიერი თავმჯდომარე იქნება

“ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ წარდგენა გუნდში მსჯელობის შედეგია, მის თავმჯდომარეობას მივესალმები და დარწმუნებული ვარ, რომ ის ძლიერი თავმჯდომარე იქნება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, კობახიძე ძირითად დროს პარტიის მშენებლობაში ატარებდა და მის გაძლიერებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.
„იგი ძირითად დროს პარტიის მშენებლობაში ატარებდა. მის თავმჯდომარეობას მივესალმები. დარწმუნებული ვარ, ის ძლიერი პარტიის თავმჯდომარე იქნება. მას ჩვენ ზურგს ვუმაგრებთ. გვყავს ძლიერი პრემირმინისტრი, გვყავს ძლიერი პარლამენტის თავმჯდომარე, არის პოლიტსაბჭო. ყველა ეს ადამიანი, ერთიანი გუნდურობით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს ღირსეულად გავართვათ თავი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები