კახა კალაძე: აბსურდი და ცილისწამებაა ის განცხადება, თითქოს, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქონების ნაწილის გადაცემა „ქართუ“ ფონდისთვის ამერიკული სანქციების შიშით გადაწყვიტა

“ოპონენტების მხრიდან მიზანმიმართულად არის მცდელობა იმისა, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, რას იტყვით ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება ამერიკელი პარტნიორების ჩარევის შედეგად მიიღო და მეტიც, საკუთარი ქონების უმეტესი ნაწილის „ქართუ ფონდისთვის“ გადაფორმების გადაწყვეტილებაც, ამერიკული სანქციების შიშით არის განპირობებული? კალაძემ უპასუხა:
„აბსურდსა და ცილისწამებას ვუწოდებ ამ განცხადებას. ეს არ არის ინფორმაცია. ეს გახლავთ დეზინფორმაცია. აქაც, ეს არის ოპონენტების მხრიდან მიზანმიმართულად მცდელობა იმისა, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. ასე რომ, ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და განვრცობა არ არის საინტერესო იმიტომ, რომ სისულელეა“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების 95% საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები