შეთანხმება შედგა – სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა საკუთარ სალოცავებში განაგრძობს ლოცვას

სოფელ ბუკნარში მცხოვრებ მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის შეთანხმება შედგა, ისინი კვლავ მშვიდობიანად გააგრძელებენ ცხოვრებას ერთმანეთის გვერდით.

შერიგება ბუკნარის ცენტრში, სოფლის კლუბში შედგა. შერიგებას დაპირისპირებული მხარეებიდან 10-10 წარმომადგენელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებდნენ.

შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ ორივე რელიგიის წარმომადგენლები მშვიდობიანად გააგრძელებენ ცხოვრებასა და ლოცვას თავიანთ სალოცავებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები