გიგლა ბარამიძე – პარტიიდან წასვლაზე: არ არის აუცილებელი რაიმე განსაკუთრებული მიზეზი – არ წავალ და სანგრებში არ ვიქნები სადღაც გამაგრებული

“ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, ჩემს კოლეგებთან, პარტიაში მქონდა ამაზე საუბარი და ისინი დანანებით, მაგრამ გაგებით შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ ”ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ პარტიიდან წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, როგორც ბარამიძემ ტელეკომპანია “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას განაცხადა, როდესაც ჩამოყალიბდება კონკრეტულ იდეებზე, ამას შემდეგ გააჟღერებს.

“ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, ჩემს კოლეგებთან, პარტიაში მქონდა ამაზე საუბარი და ისინი დანანებით, მაგრამ გაგებით შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას. არ არის აუცილებელი, რაიმე განსაკუთრებული მიზეზი იყოს, გადავწყვიტე წასვლა, რადგან  ჩავთვალე საჭიროდ, რომ ჩემი თავი ამ მიმართულებით ამოვწურე. მიმაჩნია, რომ რაღაც ეტაპები გადადგმულია და რაღაც ახალი შეიძლება, იყოს მომავალში.

სამწუხაროდ, ამ წამიდან მე, რა თქმა უნდა, შეიძლება, მრავალათასიან უმუშევართა რიგებს შევერიო, მაგრამ მომავალში რა იქნება, ვნახოთ. მაგრამ იმას, რომ რაღაც გარკვეული გამოცდილების კაცი პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ თუ ცხოვრებისეულ მოუსავლეთში არ წავალ და სანგრებში არ ვიქნები სადღაც გამაგრებული,  რა კითხვა  უნდა.

პოლიტიკიდან თუ სხვა მიმართულებიდან წასვლა საქართველოში მყოფი ადამიანისთვის, თუკი ის აქტიურია, მე მგონი, პირდაპირ თუ ირიბად, ჯვარი არ დაესვას ამას, როცა უახლოეს პერიოდში ჩემი გეგმები უფრო ჩამომიყალიბდება, თუ საზოგადოებას, ვინმეს დააინტერესებს, ვაუწყებ ამის შესახებ”, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები