იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ პარლამენტს შეატყობინა, რომ აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის 30 აპრილამდე გახანგრძლივება.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი გამყარებულია ეპიდემიოლოგიური ყველა არგუმენტით.
სპერანცას თქმით, “მიმდინარე კვირას ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესება შეინიშნება და ნუ შევყავართ შეცდომაში. ეპიდემია გაფართოების ფაზაშია”.
კერძოდ, მთავრობა გეგმავს რეგიონებს შორის გადაადგილების აკრძალვას, მათ შორის, ე.წ.ყვითელ ზონებშიც, ასევე, საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანების რაოდენობის ლიმიტის დაწესებას.
ასევე, შეიქმნება მეოთხე, ე.წ.თეთრი ზონა, რომელსაც ასეთი სახელწოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიენიჭება, თუ იქ დაბალი ეპიდემიოლოგიური საფრთხე იქნება.
მთავრობის ახალ განკარგულებაში მთავრობა გეგმავს გადაადგილების აკრძალვას ე.წ.ყვითელ ზონებშიც, ასევე, 18:00 საათიდან კვების ობიექტებიდან საჭმლის გატანას ე.წ.ნარინჯისფერ ზონებში.