ბჟანია კორონავირუსისგან განიკურნა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია კორონავირუსისგან განიკურნა.

ინფორმაციას მისი ე.წ. პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ორი ტესტის გაკეთების შემდეგ მას უარყოფითი პასუხი მოუვიდა, თუმცა, ექიმების რეკომენდაციით, სრული რეაბილიტაციისთვის ის ე.წ. რეზიდენციაში რამდენიმე დღით დარჩება, საიდანაც მუშაობას გააგრძელებს.

ბჟანიას ინფიცირების შესახებ ინფორმაცია 2020 წლის 27 დეკემბერს გახდა ცნობილი.

30 დეკემბერს კი ვირუსი ე.წ. პრემიერს, ალექსანდრე ანქვაბს დაუდასტურდა, რომელიც 8 იანვარს სამკურნალოდ მოსკოვის კლინიკაში გადაიყვანეს.

გუშინ კოვიდ 19-ზე დადებითი პასუხი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები