ლევან რატიანი: თავისუფალი საწოლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება

“თავისუფალი საწოლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო და ინფიცირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.

„ბოლო პერიოდში არცერთი თავისუფალი საწოლი არ გვქონდა, დღეს კი კლინიკაში 10-12 თავისუფალი საწოლია. ყოველდღიურად თავისუფალი საწოლების რაოდენობა იზრდება. ემერჯენსსაც ფორსმაჟორში მუშაობა აღარ უწევს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები