გიორგი შაქარაშვილის ბიძა: ჩვენი მხრიდან წინააღმდეგობა არ ყოფილა, მით უფრო, რომ ამნისტირებულ მუხლს ეხებოდა საქმე

“ჩვენი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა, მით უფრო, რომ ამნისტირებულ მუხლს ეხებოდა საქმე”, – ასე გამოეხმაურა გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე საქმეზე ბრალდებული 3 პირის: საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებას.

ნიკოლაძის თქმით, მათ გიორგი შაქარაშვილისთვის რაიმე სახის ზიანი არ მიუყენებიათ.

“ოჯახს ჰქონდა ნებართვა მიცემული სიტყვიერად, მათ შორის, პროკურატურისთვისაც და ბრალდებულების დამცველებისთვისაც, ასე რომ, ჩვენი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა, მით უფრო, რომ ამნისტირებულ მუხლს ეხებოდა საქმე. ჩვენ დავთანხმდით მათ თავისუფლებაში ყოფნას. გიორგისთან შემხებლობაში არ ყოფილან. მათ გიორგისთვის არც დაზიანება არ მიუყენებიათ და არც რაიმე სახის ზიანი”, – აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები