პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი 83 ხმით მესამე მოსმენით დაამტკიცა.

პროექტის ავტორის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამნისტია სისტემური დანაშაულის ჩადენაზე არ გავრცელდება.

„1 500-ზე მეტ მოქალაქეს, რომელიც საპატიმროში იმყოფება, შეეხება ამნისტია. ასევე, ამნისტია შეეხება დაახლოებით ექვსი ათასზე მეტ პრობაციონერსა და ოთხი ათას ისეთ პირს, რომელსაც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაკისრებული ჰქონდა სისხლის სამართლის განაჩენით ჯარიმები. შესაბამისად, საკმაოდ ფართოა წრე ადამიანების, რომლებსაც „ამნისტიის შესახებ“ კანონი ადგენს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად, რომელიც განისაზღვრება 20 წლით და ამის შემდგომ მათ ექნებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გაუმჯობესებული, შედარებით შეღავათიანი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები