პაატა იმნაძე: ცოტა კიდევ გავუძლოთ და ცოტა კიდევ გავახანგრძლივოთ შეზღუდვები – ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, გაცილებით მშვიდად მივიდეთ ზაფხულის პერიოდამდე

“რომ არ გვინდა კორონავირუსის მესამე ტალღა, ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ცოტა კიდევ გავუძლოთ, ცოტა კიდევ გავახანგრძლივოთ შეზღუდვები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ ზაფხულის პერიოდამდე გაცილებით მშვიდად მივიდეთ.

„რაც შეეხება მესამე ტალღას, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში პრაქტიკულად მესამე ტალღა ძალიან ბევრ ქვეყანაშია. ის, რაც ჩვენ გვქონდა, ყველასთვის მეორე და ჩვენთვის პირველ ტალღაზე ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში, ჩვენმა სისტემამ გაუძლო მსოფლიოში ყველაზე მაღალ ავადობას ასი ათას მოსახლეზე. სისტემამ ხარვეზებით, მაგრამ მაინც გაუძლო. სამწუხაროდ, ხედავთ ჩვენზე გაცილებით მდიდარმა ქვეყანამ ვერ გაუძლო. რომ არ გვინდა, იყოს მესამე ტალღას რასაც ეძახიან, ამიტომაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ცოტა კიდევ გავუძლოთ, ცოტა კიდევ გავახანგრძლივოთ შეზღუდვები, იმის გარანტია გვქონდეს, რომ მესამე ტალღას „გავუძვრებით“ და ჩვენი გახსნების შედეგად ქვეყანაში სიტუაცია არ დამძიმდება და ამასობაში წამოგვეწევა ვაქცინაციაც, სითბოც. ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას გაცილებით მშვიდად მივიდეთ ზაფხულის პერიოდამდე“, – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები