პაატა იმნაძე: იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი და რომელსაც ექნება აღიარება

“ჩვენ იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი და რომელსაც ექნება აღიარება ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ან რომელიმე იმ ქვეყნის, რომელიც ქართული კანონმდებლობითაა გათვალისწინებული”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინის სიძვირეს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

„ჩვენ იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი და რომელსაც ექნება აღიარება ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ან რომელიმე იმ ქვეყნის, რომელიც არის ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული. ჯერჯერობით ლაპარაკია მხოლოდ „ფაიზერის“, „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე. სიძვირეს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მაგალითად, საქართველოში ბავშვებისათვის გეგმური ვაქცინაციისთვის გამოიყენება ეგრეთ წოდებული, ექვსკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც არის ყველაზე ძვირი ვაქცინა. მაგრამ იმისთვის, რომ ქართველ ბავშვებს ჰქონდეთ საუკეთესო ვაქცინა, ბოლო წლებში იმუნიზაციის პროგრამის ბიუჯეტი ქვეყანაში ოთხჯერ გაიზარდა, რათა ჩვენს ბავშვებს ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინები ჰქონდეთ, რაც კი არსებობს მსოფლიოში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები