“ღირსეული ნაბიჯი გადადგა, სამაგალითოა, ყოჩაღ!” – ჟირინოვსკი პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლას აფასებს

რუსეთის პარტია ლდპრ-ის ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ მან ღირსეული ნაბიჯი გადადგა, რადგან დიდი ხანია, უკვე უნდა იქცეს ნორმად, რომ პოლიტიკა  იურისტებისა და სოციოლოგების არის.

ამის შესახებ ჟირინოვსკიმ ტელეგრამ-არხში დაწერა.

“ყოჩაღ! ზუსტად ასე მოიქცა თავის დროზე რუსი ბიზნესმენი, მიხაილ პროხოროვი, ისიც წავიდა პოლიტიკიდან სამუდამოდ. მათ ესმით, რომ საჯარო საქმიანობა, რომელიც არანაირად არ უკავშირდება ფინანსებსა და ეკონომიკას, მათი არ არის. საერთოდაც, დიდი ხანია, უნდა იქცეს ნორმად: პოლიტიკა  იურისტებისა და სოციოლოგებისთვის არის. პოლიტიკაში სპორტსმენების, მსახიობების, მომღერლების, ბიზნესმენების ან მწერლების მოსვლა უკმაყოფილებას ყოველთვის გამოიწვევს. არსად არ ხდება მსოფლიოში, რომ მწერლები პარტიებს ხელმძღვანლობენ”, – დაწერა ჟირინოვსკიმ.

მისი თქმით, “ამიტომ, მილიარდერმა ივანიშვილმა ღირსეული ნაბიჯი გადადგა და ამ თვალსაზრისით ის სამაგალითოა”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები