ნანა კაკაბაძე: პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამ სინგაპურიზაციისგან იხსნა საქართველო

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის 8-წლიანი ციკლის შესაფასებლად ,,კვირა“ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები საქართვველოს განვითარებისთვის“ დამფუძნებელს, ნანა კაკაბაძეს დაუკავშირდა:

-გუშინ ბიძინა ივანიშვილი ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობიდან გადადგა. როგორ აფასებთ მის გადაწყვეტილებას?

-როგორც ჩანს, მიმდინარეობს ხელისუფლების გადაბარების პროცესი იმ ადამიანებისთვის, რომელთა პოლიტიკურ ასპარეზზე შემოყვანაც დააანანონსა ,,ქართული ოცნების“ ლიდერმა.

-ივანიშვილმა პოლიტიკიაში ახალგაზრდების შემოყვანა დააანონსა. ამ პროცესში რომელიმე კონკრეტული ჯგუფი თუ სახელი და გვარი იგულისხმა?

-როგორც ჩანს, ისინი იქნებიან სანდო ადამიანები, რომლებიც დესტრუქციასა თუ არეულობას არ შექმნიან. ქვეყანა დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ სტაბილურ განვითარებაში და იმაშიც, რომ ხელისუფლებაში კვლავ ფაშისტები და ნაცისტები არ დაბრუნდებიან. ცხადია, ივანიშვილი იქნება იმის გარანტორი, რომ პოლიტიკაში შემოყვანილი ახალი სახეები ბრძოლას არ გამოუცხადებენ არსებულ ხელისუფლებას და არ შექნიან პრობლემებს.

-ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ქვეყანასაც დატოვებს, როგორც ამას ოპოზიციური სპექტრი აანონსებს?

-არ მგონია, ივანიშვილმა საქართველო დატოვოს. მას ამ ქვეყნისთვის ძალზე ბევრი აქვს გაკეთებული. არ ვიცი, როდესაც პოლიტიკაში შემოდიოდა, რა იყო მისი ინტერესი, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში მისი შემოსვლა ქვეყნის გადარჩენის ტოლფასი იყო. გვახსოვს ქუჩაში დახოცილი, ნაწამები ადამიანები, მასობრივი შიში და ტეროტი. პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამ სრულ მოსპობას გადაარჩინა საქართველო, ეს, რასაკვირველია, უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო.

-ივანიშვილის 8-წლიან მოღვაწეობას ქართულ პოლიტიკაში როგორ შეაფასებდით?

-ამ წლების განმავლობაში უდავოდ ბევრი რამ გაკეთდა ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში. როგორც ჩანს, ყველაფერი ივანიშვილის გადასაწყვეტი არ იყო როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში, თუმცა, რაც გაკეთდა, როგორც ჩანს, მისაღები იყო ევროპელი პარტნიორებისთვის. წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, სააკაშვილი კიდევ ცოტა ხნით რომ დარჩენილიყო ქვეყნის სათავეში? დარწმუნებული ვარ, დღეს სახელმწიფო აღარ გვექნებოდა. ამბობდა კიდეც – ამ ქვეყანაში სინგაპური მინდა, გავაკეთოო. პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამ სწორედ სინგაპურიზაციისგან იხსნა საქართველო.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები