ხატია დეკანოიძე: შიში, რომ ქვეყანა მართლაც უფსკრულის პირასაა და მას არ მოსთხოვონ შემდეგ მოქალაქეებმა პასუხი, არის უმთავრესი, რის გამოც ივანიშვილმა ეს წერილი გამოაქვეყნა

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ივანიშვილი პასუხისმგებლობებს გაექცა.

,,ივანიშვილმა მთელი პასუხისმგებლობა ძალიან მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც არის ყვეყანაში, დააკისრა საკუთარ პოლიტიკურ გუნდს და ზუსტად იცის, რომ გაზაფხულზე ეკონომიკურად, ჯანდაცვის კუთხით და ვაქცინის შემოტანას თავს ვერ აბამენ, უმძიმესი მდგომარეობა ექნება, ამიტომ, ჩამოიშორა ეს პასუხისმგებლობა და კიდევ უფრო მმართველობით ჩრდილში გადავიდა, რაც უფრო დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის. შიში, რომ ქვეყანა მართლაც უფსკრულის პირასაა და ბიძინა ივანიშვილს არ მოსთხოვონ შემდეგ მოქალაქეებმა პასუხი,  არის უმთავრესი, რის გამოც მან ეს წერილი გამოაქვეყნა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები