საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 23 ადამიანი ემსხვერპლა
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 23 პირი ემსხვერპლა, პანდემიის დაწყებიდან კი, ქვეყანაში 2 796 ლეტალური შემთხვევაა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო ერთ დღეში, ვირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან კი კოვიდ19-ი 239 780 პირს გამოუვლინდა.
ბერდია სიჭინავას თქმით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით 7 898 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 4 371 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 527 PCR ტესტით.
ასევე, ვირუსისგან 880 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში პანდემიის გავრცელებიდან ვირუსი 226 215 ადამიანმა დაამარცხა.