საქართველოში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 880 პირი გამოჯანმრთელდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან კი ვირუსი 239 780 პირს გამოუვლინდა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში, ქვეყნის მასშტაბით 7 898 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 4 371 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 527 PCR ტესტით.

გამოვლენილი ინფიცირების 551 ახალი შემთხვევიდან: თბილისში 196 შემთხვევაა, აჭარაში – 62, იმერეთში – 84, ქვემო ქართლში – 24, შიდა ქართლში – 14, გურიაში – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 48, კახეთში – 41, მცხეთა-მთიანეთში – 41, სამცხე-ჯავახეთში – 23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 743, საიდანაც: 3 929 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 849, აჭარაში – 364, იმერეთში – 767.

“ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 840 პირი, მათ შორის, თბილისში – 389, აჭარაში – 71, იმერეთში – 191.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 251 პირი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 7, იმერეთში – 29. 722 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 – თბილისში, 459 – აჭარაში, 24 – იმერეთში. 6 092 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 506 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 258, აჭარაში – 39, ხოლო იმერეთში – 8.

სულ 6 ოქტომბრიდან – 10 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 520 პირი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 23 178 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 869 პირი, აჭარაში – 1 998, იმერეთში – 2 212”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან 880 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში პანდემიის გავრცელებიდან ვირუსი 226 215 ადამიანმა დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები