გივი მიქანაძე: ნებისმიერი საკითხი, რომელიც კონსტრუქციულ ჩარჩოებს შეეხება, მზად ვართ ოპონენტებთან განვიხილოთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, ოპოზიციასთან, ელჩების მონაწილეობით, კონსტრუქციული საკითხები განიხილოს.
მისივე თქმით, ოპონენტების მიერ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა წითელი ხაზია.
“მაქსიმალურ კონსტრუქციულ რეჟიმში მზად ვართ, რომ ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ ჩვენ ოპონენტებთან ერთად, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, გარდა იმ წითელი ხაზებისა, რომელზეც არაერთხელ გაცხადებული გვაქვს და რომელიც უკავშირდება იმ პრინციპულ პოზიციას, რომელსაც ჰქვია 31 ოქტომბერს ჩვენი მოქალაქეების მიერ გაკეთებული თავისუფალი არჩევანის შედეგების პატივისცემა. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ამ წითელი ხაზების მიღმა შეიძლება იყოს და კონსტრუქციულ ჩარჩოებს ეხებოდეს, ჩვენი სრული მზაობაა და არაერთხელ გამოვთქვით ეს პოზიცია, რომ მოხდეს კონკრეტული საკითხების განხილვა, რაც უკავშირდება საარჩევნო სისტემის შემდგომ დახვეწას”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.