ოკუპირებული აფხაზეთი ხანძრების შედეგად კატასტროფის ზღვარზეა – ე.წ. რესპუბლიკაში ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა

ოკუპირებული აფხაზეთი ხანძრების გამო, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მედიის ინფორმაციით, დღეს შუქი გაითიშა ე.წ.რუსეთის საზღვრიდან სოხუმამდე.

აღინიშნება, რომ ხანძრების გამო ენერგეტიკოსებმა “ფსოუ2020” ელექტროგადამცემი გათიშეს.

შუქი არ მიეწოდებათ გაგრის, გუდაუთის და სოხუმის მოსახლეობას. ამჟამად ავარიის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამუშაოები ტარდება.

უკანასკნელი ინფორმაციით, გაგრაში ხანძარი ამ დრომდე არ არის ლოკალიზებული, ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს 100-150 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა.

თუმცა, როგორც დღეს ადგილობრივ მედიას გაგრის რაიონის სამაშველო სამსახურის ე.წ.ხელმძღვანელმა დავიდ ბგანბამ განუცხადა, გასულ ღამეს ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა.

მისივე თქმით, გაგრაში ადგილობრივ მეხანძრეებს შეუძლიათ საცხოვრებელი სექტორის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თუმცა არ შეუძლიათ ცეცხლის ჩაქრობა ტყეებში, რთულად მისადგომ ადგილებში.

მისი თქმით, ამისთვის აუცილებელი ტექნიკა არ გააჩნიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები