გია ჟორჟოლიანი: ხელისუფლების დელეგიტიმაციის საკითხი 21-ე საუკუნის ფენომენია, ამ პრობლემის წინაშე აღმოჩდნენ სერბეთი, უკრაინა, ყირგიზეთი, ბელარუსი და ბოლოს – საქართველო

2021 წლის მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების, პოზიციისა და ოპოზიციის მომავალი პოლიტიკური თანამშრომლობის შესახებ ,,კვირა“ თსუ-ის პროფესორს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელს, გია ჟორჟოლიანს ესაუბრა:

-2021 წელი იტორიაში პოსტპანდემიურ გამოწვევებთან ბრძოლის წლად შევა. როგორი იქნება ის საქართელოსთვის?

-უკვე დღეს ყველასათვის ნათელია, რომ ეს წელი მსოფლიოსთვისაც და საქართველოსთვისაც საკმაოდ მძიმე აღმოჩნდება. ,,ისე, როგორც ადრე“, უკვე ვეღარასოდეს იქნება. ეკონომიკური ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ,,u“-ს მსგავსი მრუდი, რომელიც თავდაპირველად ეკონომიკურ ვარდნას გულისმობდა, სწრაფადვე აიწევდა ზევით და თავდაპირველ ნიშნულს დაუბრუნდებოდა, თუმცა, მისი ფსკერი საკმაოდ ,,ბრტყელი“ აღმოჩნდა და ზუსტად არავინ იცის, როდის დაიწყებს ეკონომიკური პროცესები გააქტიურებას. ამ პროცესებში დიდი როლი სახელმწიფოსა და მის გატარებულ პოლიტიკას ენიჭება. გასულ წელს, ვალის სახით, 4,5 მილიადრი დოლრი ავიღეთ. ჩვენი ბიუჯეტი კი დაგეგმილი იყო იმგვარად, როგორც ადრე: შემოსავლები ისევე უნდა შემოსულიყო, როგორც გასულ წლებში შემოდიოდა. თუმცა, ასე არ მოხდა, ეკონომიკა შემცირდა, რამაც ლარის კურსზეც ძალიან იმოქმედა და ელექტროენერგიის ფასზეც. მნიშნელობა არ აქვს, დღეს ვინ იხდის გაძვირებულის საფასურს, სახელმწიფო თუ მოქალაქეები, ფაქტია, რომ ეს პროდუქტი გაძვირდა და სახელმწიფოს ფულიც თითოეული ჩვენგანის ფულია.

-კრიზისულ პირობებში როგორ უნდა მოიქცეს ქართული ეკონომიკა?

-ერთადერთი გზა მნიშვნელოვანი თანხების მობილიზებაა. შემოსავლების ზრდა აუცილებელია ჯანდაცვისა და განათლების, სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად, თუნდაც იმ 200 და 300-ლარიანი დახმარების გასაცემად, რითაც სახელმწიფო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს ეხმარება. თუ ეს რესურსები ქეყნის შიგნით არ მოვიძიეთ, ვერ გადავიხდით ვალს, რომლის მომსახურებასაც უკვე წელს იწყებს ქვეყანა. მიმაჩნია, რომ პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლებამ უნდა დააწესოს პროგრესული გადასახადი: მაღალშემოსავლიან კომპანიებს მაღალი გადასახადი უნდა დაუწესდეთ დაბალშემოსალიან კომპანიებთან შედარებით. პროგრესული გადასახადით დაბეგვრა აქტიურად განიხილება გერმანიასა და ესპანეთში, უკვე შემოიღეს არგენტინაში. არგენტინის ეკონომიკის მინისტრი გუძმანია, ეკონომიკის განვითარებისთვის ნობელის პრემიის ლაურეატის – ჯოზეფ სტიგლიცის თანაავტორი. არგენტინაში 12 000-ზე მეტ კომანიას თვეში მილიონზე მეტი შემოსავალი აქვს. გუძმანის გადაწყვეტილებით, ეს კომპანიები მაღალი გადასახადით დაიბეგრნენ, რამაც მნიშნელოვნად გაზარდა ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლები. ქართულმა ეკონომიკამ არგენტინისგან მაგალითი უნდა აიღოს და მომავალში გარდაუვლად მაღალი შემოსავლის კომპანიები გაზრდილი გადასახადით დაბეგროს.

-გარდა ამისა, შემოსავლის ზრდაზე ორიენტირებული რა ღონისძიებები შეიძლება, გატარდეს ქეყნის ბიუჯეტის შესავსებად?

-ეკონომიკური სტრუქტურა მთლიანად გადასახედია. ტურიზმის აღორძინებასა და იმაზე, რომ შიდა ტურიზმი ჩაანაცვლებს უცხოელებს, თავის მოტყუებაა. ვნახეთ, რომ ამ ზაფხულს სწორედ შიდა ტურიზმმა დაგვამრთა, რაც დაგვართა… 30-40 წლის წინ გავრცელებული ნეოლიბერალური ეკონომიკური იდეები დღეს უკვე მოძველებულია. ის, რომ თავისუფალი ბაზარი ყვლა პრობლემას დაარეგულირებს და ყველამ თავის თავზე უნდა იზრუნოს, დამღუპველი აღმოჩნდა კრიზისულ სიტუაციებში. როგორ უნდა მიხედონ თავის თავს განათლებისა და ჯანდაცის სისტემებმა? თსუ 30%-ით სახელმწიფო ვაუჩერების ხარჯზე ფინანსდება, დანარჩენი 70% კი – სტუდენტის გადასახადებიდან. ჯერჯერობით, ყველა პროფესორი სრულად იღებს ხელფასს, მაგრამ რა ეშველებათ დანარჩენ უმაღლეს სასწალებლებს, რომელთა შემოსავლის უდიდეს ნაწილს მხოლოდ სტუდენტის გადასახადი წარმოადგენს და მათი ოჯახების უმრავლესობა შემოსავლის გარეშეა დარჩენილი? როგორ მიხედავენ საკუთარ თავს საავადმყოფოები, თუ სახელმწიფო თავისუფალ ბაზარს მიანდობს მათ ფუნქციონირებას?

-შიდაპოლიტიკურ პროცესებს დავუბრუნდეთ. ,,სოციალ-დემოკრატებსაც“ მიაჩნიათ, რომ არჩენები გაყალბდა?

-არჩევნების გაყალბება 31 ოქტომბერს არ მომხდარა. მთელი საარჩევნო პროცესი დიდი ზეწოლისა და არათანაბარი შესაძლებლობების ფონზე მიმდინარეობდა. შიდაეპიემიური პროცესების გათვალისწინებით, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღეთ და ყველა დაგეგმილი დიდი სააგიტაციო შეხვედრა თბილისსა და რეგიონებში გადავდეთ. უკვე მოწვეულ უცხოელ დიპლომატებს ბოდიში მოვუხადეთ და ღონისძიებები გავაუქმეთ. თუმცა, ასე არ მოქცეულან ჩვენი კონკურენტების უმრავლესობა და შედეგად მივიღეთ კატასტროფული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ქვეყანაში-1-ელი სექტემბრიდან დღემდე 150-ჯერაა გაზრდილი ინფიცირებულთა რაოდენობა. არჩევნები უკიდურესი სიფრთხილით ჩატარდა სლოვენიაში, სადაც 30-ჯერ გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი, ჩეხეთში, სადაც მხოლოდ 25-ჯერ მოიმატა ავადობის მაჩვენებელმა. 2 მილიონი ადამიანი მივიდა არჩევნებზე, რომლებიც იქამდეც აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო ღონისძიებებში ყველა წესის დარღვევით და შედეგმაც არ დააყოვნა…

-მიუხედავად იმისა, რომ დიდი ძალისხმევით არჩევნები მაინც ჩატარდა, არცერთი მხარისთვის ის პოზიტიური შედეგის მომტანი არ ყოფილა.

-ოპოიციური პარტიები დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანდნენ. ,,ქართული ოცნება“ ცალკე პოლუსზე დარჩა. ოპოზიციას მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურს ხელისუფლების დელეგიტიმაციის მეთოდით და არ აინტერესებს არჩევნების შედეგები. ძალზე საინტერესოა ფაქტი, რომ ხელისუფლების დელეგიტიმაციის საკითხი 21-ე საუკუნის ფენომენია. თავდაპირველად, ის სერბეთში დაიწყო, გაგრძელდა უკრაინაში, ყირგიზეთში, ბელარუსსა და საქართველოში. მყარდება ისეთი რეჟიმები, რომლის დროსაც აზრს კარგავს ყოველგვარი არჩევნები. აქ მთავარია არა სამართლიანი საარჩევნოპროცესი, არამედ – ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ფული და მედია ამ პროცესის მთავარ მდგენელებად გვვლინებიან, რომელიც პოლიტიკური სპექტრის განვითარების საშუალებას, მთელ რიგ ქვეყნებში, აღარ იძლევიან.

-რიგგარეშე არჩევნები, რასაც ქართული ოპოზიცია ასე დაჟინებით მოითხოს, შეცვლის პოლიტიკურ ძალთა ბალანს საქართველოში?

-გაზაფხულზე რომ რიგგარეშე არჩევნები მართლაც ჩატარდეს, ის არაფერს შეცვლის და რეალურად ,,ქართული ოცნება“ იმაზე მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე 2020 წლის 31 ოქტომბერს. რეალურ ცვლილებებს ქვეყნის პოლიტიკა ვერ მიიღებს. სამარცხვინოა ის თემები, რასაც დღეს ქართული მედია ისტერიულად აშუქებს: ვინ შევა და ვინ არ შევა პარლამენტში, ვინ უფრო მაგრად შეიგინება და მეტ შეურაცხყოფას მიაყენებს კონკურენტ პოლიტიკოსსსა თუ პარტიას. აუცილებელია, ქვეყანაში შეიქმნას ისეთი პოლიტიკური პლატფორმა, რომელშიც რაც შეიძლება ფართო პოლიტიკური ჯგუფები და ექსპერტები ჩაერთვებიან. 2021 წელი საქართველოს ისტორიაში ,,კოვიდ 19“-თან ბროლის და არა პარლამენტში შესვლა-არშესვლის წლად გამოცხადდება. სანამ ქვეყნებში ასეთი პოლიტიკურ-ინტელექტუალური დისკუსია არ გაჩაღდება, იქამდე ყოელგვარ, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნებსაც აზრი დაეკარგება, რადგან რეალურ ცვლილებებს ქვეყანა ვერ მიიღებს. სასაცილოა ახლა ქუჩაში დარჩენილი დეპუტატებისთვის ხვეწნა შევიდნენ პარლამენტში. არ შევლენ და ნუ შევლენ, პოლიტიკური პროცესები მათ გარეშეც გაგრძელდება. ზუსტად როგორ განვითარდება მოვლენები, ძნელი სათქმელია, ერთი რამ კი ცხადია: საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ხედვა ქართველი ხალხის დასაგეგმია, ეს არა მოლოდ პოლიტიკური, მორალური საკითხიცაა, რომელსაც შემოსავლების სამსახური და ეკონომიკის სამინისტრო ვერ გადაწყვეტს, ის მთელმა ერმა უნდა გადაწყვიტოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები