რელიგიის საკითხთა სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიას და მრევლს ქრისტეშობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიას და მრევლს ქრისტეშობის დღესასწაულს ულოცავს.

„ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უძღვებოდა.

საშობაო ლიტურგიას დაესწრნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება.

შობა ქრისტიანთათვის უდიდესი დღესასწაულია, ამ დღეს ქალაქ ბეთლემში იშვა მაცხოვარი – იესო ქრისტე, რაც ახალი ცივილიზაციის დასაწყისია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტეშობის დღესასწაულს გილოცავთ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, მშვიდობას, ერთობას და წარმატებებს გისურვებთ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები