თამარ გაბუნია: მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, თუნდაც, ერთი დოზა

“მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, თუნდაც, ერთი დოზა. ასე მარტივად ეს ამბავი არ ხდება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, საქართველოს მთავრობა ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის ვარიანტს განიხილავს.

„დღეს განვიხილავთ სამივე ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობას. ეს არის Pfeizer-ის ვაქცინა, Moderna და AstraZeneka. ეს არის ყველა ის ვაქცინა, რომელმაც მიიღო ან FDA-ს ან ევროპის მარეგულირებლების ავტორიზაცია. მზადდება ვაქცინის დანერგვის გეგმა, რომლის ფორმალიზაცია მოხდება, ვფიქრობ, მომდევნო კვირის ბოლომდე და ყველა ის ეტაპი, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ ვაქცინის მისაღებად, ჩვენ უნდა გავიაროთ გეგმის შესაბამისად“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები