გოჩა ლორთქიფანიძე – პატიმრის კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტზე: პაციენტი სამოქალაქო კლინიკაში გარდაიცვალა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ქსნის დაწესებულებაში კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტი სამოქალაქო კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პატიმარი, როგორც კი მას ინფექციის სიმპტომები გამოუვლინდა, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს.

„გვყავს გარდაცვლილი პატიმარი. მასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაჟღერებული იყო სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მიერ პირველ იანვარს გაკეთებულ განცხადებაში. როგორც კი სიმპტომები დადასტურდა, ეს ადამიანი გადაიყვანეს სამოქალაქო კლინიკაში. პატიმარს სამოქალაქო კლინიკაში მეშვიდე დღეს დაუმძიმდა მდგომარეობა. შემდეგ, როგორც არის გათვალისწინებული მოხდა აქტირება, პრაქტიკით ხშირად ხდება ამ საფუძვლით ადამიანის აქტირება და ის გათავისუფლდა, შემდეგ სამოქალაქო კლინიკაში გარდაიცვალა“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები