პარლამენტმა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ დადგენილების პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ დადგენილების პროექტი 80 ხმით დაამტკიცა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო დელეგაციები ქვეყანას ძალიან ბევრ სიკეთესა და სარგებელს მოუტანს.

„ეს არის ძალიან დაბალანსებული შემადგენლობა. უმრავლესობის 90 წევრიდან 45 წევრი არის გადანაწილებული 12 საპარლამენტო ასამბლეაში და, ასევე, დღეს შემოვიდა ოპოზიციის წარმომადგენლებისგან მოთხოვნა. ძალიან ძლიერი საგარეო გუნდი ჩამოყალიბდა. ამ შემთხვევაში, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს, ვგულისხმობ ყველა იმ პროფესიის ადამიანს, რომელსაც აქვს საგარეო კავშირები და  საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ეს საპარლამენტო დელეგაციები ძალიან ბევრ სიკეთესა და სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა სამხარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები