საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან  დაკავშირებით “ევროპის უნივერსიტეტმა” “ფეისბუქ-პლატფორმა” შექმნა

საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ფეისბუქ-პლატფორმა შეიქმნა, სადაც განთავსდება ვიდეორგოლები, რომელიც კონსტიტუციის პოპულარიზაციას ეხება.

“ევროპის უნივერსიტეტმა” და ქუთაისის უნივერსიტეტმა ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩაწერეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც კონსტიტუციის ჭრილში თავიანთ პროფესიას წარმოადგენენ.

“ევროპის უნივერსიტეტი” 2021 წელს კონსტიტუციის წლად აცხადებს და წარმოგიდგენთ პროექტს “საქართველოს კონსტიტუცია 100 წლისაა“, სადაც შეხვდებით ადამიანებს, ვისი ცხოვრების მთავარი ან გარდამტეხი მოვლენები, შემოქმედებითი თუ პოლიტიკური თავისუფლება, დემოკრატიული ღირებულებები და არჩევანი კონსტიტუციამ განსაზღვრა.

პირველი კონსტიტუციის მიღებამდე სამი წლით ადრე, დამოუკიდებლობის აქტით, საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებლად, საქართველო კი სრულუფლებიან, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

1921 წლის კონსტიტუციით, საქართველოს  მიზანი მსოფლიო თანამეგობრობაში დემოკრატიული იმიჯის სახელმწიფოდ შესვლა იყო. ამ ტექსტით დაიწყო ადამიანის, როგორც ძირითადი სოციალური ღირებულების გაცნობიერება, დაიბადა ტერმინები  „მოქალაქეობა“, „მოქალაქის უფლებები“ , „ადგილობრივი თვითმმართველობა“. პირველი ქართული კონსტიტუციის  შინაარსი მთლიანად ეყრდნობოდა ძირითად ევროპულ ღირებულებებს: თავისუფლებას, დემოკრატიას და სამართლებრივ სახელმწიფოს! საერთაშორისო შეფასებით, ის იყო „ ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ევროპის კონტინენტზე“ (ჰანს -დიტრიჰ გენშერი)”, – აცხადებენ უნივერსიტეტში.
https://www.facebook.com/კონსტიტუცია-100-103495625036093/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები