5 იანვარი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღეა

1862 წლის 5 იანვარს ისტორიკოსი, არქეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ეროვნული განძის დამცველი – ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმი აქვეყნებს ნაწყვეტს და ფოტოს მერაბ მიქელაძის სტატიიდან.
„განგებამ იგი, მომადლებულ ნიჭთან ერთად, სამშობლოს გამორჩეული სიყვარულითა და მაღალი ზნეობით დააჯილდოვა. გონისა და გულის განსაკუთრებულმა სიკეთემ შეაძლებინა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში მხრებით ეზიდა ეროვნული საგანძურის მოძიებისა და მოვლა-პატრონობის არცთუ მსუბუქი ტვირთი. მისმა მეცნიერულმა ალღომ, თავდაუზოგავმა შრომამ და მიზანსწრაფვამ საქართველოს არა მხოლოდ შეუნარჩუნა მატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებულად ძვირფასი ნაწილი, არამედ სისტემური და მრავალმხრივი სამეცნიერო კვლევის საგნად აქცია იგი”.
სტატია: https://bit.ly/3pPSWpV
ტექსტი: მერაბ მიქელაძე; ჟურნალი „მუზეუმი” №2, 2013.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები