გიორგი რურუას, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა

პარლამენტის შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „თავისუფლების მარშის“ აქცია გამართეს.

ისინი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული პირების – ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის, ასევე, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, აღნიშნული პირები „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ფარგლებში უნდა გათავისუფლდნენ.

აქციის მონაწილეები საპროტესტო გამოსვლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები