„დღე – სასწაული“ – საშობაო ონლაინპროგრამა

 5 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი წარმოადგენს საშობაო ონლაინპროგრამას – „დღე – სასწაული“.
ორგანიზატორების ინფიორმაციით, პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან საუფლო დღესასწაულებს, შობის თემასთან დაკავშირებულ ქართულ და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშებს. მათ შორის ისეთ კომპოზიციებს, როგორებიცაა: შობა, მწყემსთა თაყვანისცემა, მოგვთა თაყვანისცემა. ისაუბრებენ შობის სიმბოლოების შესახებ – ვარსკვლავი, ანგელოზები, ჩიტები, სანთელი და სხვა.
ბავშვები მოისმენენ კლასიკურ და თანამედროვე საშობაო მუსიკას.
პროგრამა ინტერაქტიულია, მონაწილეები გაეცნობიან საშობაო ღია ბარათების მოკლე ისტორიას და შობის სიმბოლიკის გათვალისწინებით შექმნიან ბარათებს თავიანთი დიზაინით.
„პროგრამის დაწყებამდე ბავშვებს ვთხოვთ, რომ წინასწარ მოამზადონ სახატავი საშუალებები (სახატავი ფურცელი, ფერადი ფანქრები, საშლელი, ფლომასტერები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროგრამა განკუთვნილია: 8-12 წლის მოსწავლეებისთვის;
პროგრამის ხანგრძლივობა: 60 წუთი.
პროგრამის ავტორი – დალი გოგორიშვილი.
პროგრამა გაიმართება Zoom-ის პლატფორმაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები