ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ხანძრის შედეგად კელიები დაიწვა(ფოტო)

ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის საცხოვრებელ კომპლექსში დილის 07:00 საათზე ხანძარი გაჩნდა.

შემოქმედის ეპარქიის ინფორმაციით, ხანძარი კომპლექსის მეორე სართულზე გავრცელდა, რომლის შედეგად კელიები მთლიანად დაიწვა.

​მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გაუმართავი ელექტროსადენების გამო გაჩნდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები