სომხეთის რამდენიმე ტელეარხმა ფაშინიანს ბოიკოტი გამოუცხადა – პრემიერის საახალწლო მილოცვა ეთერში ვერ მოხვდა

სომხეთის ისტორიაში პირველად ქვეყნის პრემიერმინისტრის საახალწლო მილოცვა, ერთდროულად რამდენიმე ტელეარხის ბადეში ვერ მოხვდა.

ნიკოლ ფაშინიანის ხალხისადმი მილოცვა საახალწლო ტელეეთერში არ გაუშვეს: “ერკირ მედიამ”, მეხუთე არხმა, “არმენ ნიუსმა” და “სომხეთის მეორე არხმა”.

მომხდარის კომენტირებისას ქვეყნის ტელევიზიისა და რადიოს ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ტიგრან აკოპიანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი მედიასაშუალება, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, თავისუფალია საკუთარ არჩევანში.

მისი განმარტებით, “ამ თვალსაზრისით მათ კანონი არაფერს ავალდებულებს: მოახდენენ თუ არა ისინი ქვეყნის პრემიერის მიმართვას – მათივე გადასაწყვეტია. კანონის მიხედვით, 00:00 საათზე უნდა ისმოდეს ქვეყნის ჰიმნი, სხვა რეგულაცია არ გვაქვს”.

აკოპიანის თქმითვე, მას არც ერთი შემთხვევა არ ახსოვს,რომ ქვეყნის ტელეარხებს პრემიერის საახალწლო მიმართვისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები