იემენში აეროპორტზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

იემენის ქალაქ ადენის საერთაშორისო აეროპორტში დღეს განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 12 ადამიანი შეეწირა.

ამის შესახებ Independent-ი წერს.

აეროპორტში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა.

აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც ქალაქში ერ-რიადიდან მთავრობის წევრები ჩავიდნენ.

აფეთქების მომენტში მინისტრები ჯერ კიდევ თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ, არცერთი მათგანი არ დაშავებულა. ამჟამად ისინი მთავრობის სასახლეში არიან გადაყვანილნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები