პარლამენტთან პატიმრების ოჯახის წევრები აქციას მართავენ

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად აქციას მართავს, მოწოდებით – “შემახე ამნისტია”.

კობაიძის განმარტებით, პატიმრების ოჯახის წევრების მთავარი მოთხოვნაა, ამნისტიის შესახებ კანონპროექტმა მეტად ფართომასშტაბიანი სახე მიიღოს და მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს შეეხოს.

მოშიმშილე დედები, ალექსანდრე კობაიძესთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოში შესვლასა და პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის მოთხოვნით განცხადების დაწერას აპირებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები