იემენის აეროპორტში ძლიერი აფეთქება იმ დროს მოხდა, როცა იქ მთავრობის წევრები ჩავიდნენ – არიან დაღუპულები (ვიდეო)

იემენის სამხრეთით, ქალაქ ადენის აეროპორტში ძლიერი აფეთქება მოხდა.

მედიის ინფორმაციით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც ქალაქში ერ-რიადიდან მთავრობის წევრები ჩავიდნენ.

მომხდარს, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.

აღინიშნება, რომ აფეთქების მომენტში მინისტრები ჯერ კიდევ თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ, არცერთი მათგანი არ დაშავებულა. ამჟამად ისინი მთავრობის სასახლეში არიან გადაყვანილნი.

მანამდე, იემენის პრეზიდენტმა აბდუ რაბუ მანსურ ჰადიმ ახალი მთავრობა და 24 მინისტრი დანიშნა. მის შემადგენლობაში სამხრეთ იემენის გარდამავალი საბჭოს ხუთი წევრია, რომლებიც რესპუბლიკის გაყოფის მომხრეები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები