რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა
რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა. ის რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ირაკლი აბუსერიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანია.
რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე სამი კანდიდატი იყო წარდგენილი: ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე. დღევანდელ არჩევნებს კი მხოლოდ ორი წევრი, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე დაესწრნენ.
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წელს ორჯერ ჩაიშალა.