აშშ-ში ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ჰოსპიტალიზების მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა; ჯანდაცვის ექსპერტების აზრით, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება 2021 წლის იანვრის დასაწყისში, დღესასწაულების შემდეგ

აშშ-ში ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე გამოიკვეთა ჰოსპიტალიზების მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია, რაც, ჯანდაცვის სექტორის ექსპერტების შეფასებით, უარყოფითად აისახება სისტემაზე, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, მხოლოდ 28 დეკემბერს აშშ-ში საავადმყოფოებში გადაყვანას საჭიროებდა 121 235 კოვიდ ინფიცირებული, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დღიდან.

“მათი თქმით, ექიმებს მოუწევთ, მოუარონ იმ პაციენტებს და ადამიანური რესურსებიც გადაანაწილონ მხოლოდ მათზე, ვისაც მეტი შანსი ექნება გადარჩენისა და გამოჯანმრთელების. მხოლოდ 28 დეკემბერს აშშ-ში საავადმყოფოებში გადაყვანას საჭიროებდა 121 235 კოვიდ ინფიცირებული, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დღიდან. ასევე, სექტემბერში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობდა ინფიცირებულების 16%, დეკემბრის თვეში ეს მაჩვენებელი 40%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ, ჯანდაცვის ექსპერტების აზრით, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება 2021 წლის იანვრის დასაწყისში, დღესასწაულების შემდეგ, რისი ვარაუდის საშუალებასაც, სხვა მონაცემებთან ერთად, იძლევა ქვეყნის მასშტაბით უპრეცენდენტოდ გაზრდილი მობილობა.
ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ უნდა მოემზადოს, რომ 2021 წლის იანვარში ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გამწვავდება. არსებობდა მოლოდინი, რომ 2021 წლის 1-ელი  იანვრისთვის აშშ-ში დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი იქნებოდა აცრილი, თუმცა, დღევანდელი მაჩვენებელი ახლოსაც არაა დაგეგმილთან. ამასთან, 28 დეკემბერს ქვეყნის მასშტაბით აღირიცხა 168 817 კოვიდ ინფიცირებული და გარდაიცვალა 1 718 პაციენტი”, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები