“ამ ყველაფრის უკან დგანან ადამიანები, რომლებიც 24/7-ზე ქალაქს ემსახურებიან” – მერმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 2020 წელს თბილისში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები შეაჯამა და საკუთარ გუნდს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მიღწეული შედეგი იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც 24/7-ზე ქალაქის სამსახურში დგანან.

„მე მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს. ეს არ არის უბრალოდ მადლიერების გამოხატვა. ის, რომ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა მუნიციპალიტეტის მიმართ კეთილგანწყობილია, ამ მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა. ამ ყველაფრის უკან დგას კონკრეტული გაკეთებული საქმე. ამ სიტყვების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც დილის 5 საათზე იღვიძებენ  და გამოდიან სამუშაოდ, რათა ქალაქი დასუფთავებული იყო. ამ სიტყვების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც თბილისის მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან, რათა მოსახლეობამ გადაადგილება შეძლოს. ეს არიან ჩვენი მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები, რომლებიც იცავენ კანონს – რიგითი მოქალაქეების უფლებებსა და სახელმწიფო ქონებას. ამ სიტყვების უკან დგანან არქიტექტურის სამსახურისა და ურბანული სამსახურის თანამშრომლები, მერიის დაცვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც სიცივეში სკვერებსა და პარკებს იცავენ… მინდა, ყველას ძალიან მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რასაც ისინი 24-საათიან რეჟიმში ეწევიან”, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები