ანრი ოხანაშვილი: ისეთი ამნისტია უნდა მივიღოთ, რომელიც არავის კითხვის ნიშნებს არ გაუჩენს

“კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით
ისეთი ამნისტია უნდა მივიღოთ, რომელიც არავის კითხვის ნიშნებს არ გაუჩენს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ამნისტიის აქტი შეეხება ყველას, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსი, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების გაუმჯობესებასა და ადამიანებისთვის შეღავათის გაწევას და, მეორე მხრივ, საზოგადოების უსაფრთხოებას შორის. ასე რომ, საზოგადოების უსაფრთხოება გვეხება ყველას და დაცულობის განცდა რომ გვქონდეს ყველას, ისეთი ამნისტია უნდა მივიღოთ, რომელიც არავის კითხვის ნიშნებს არ გაუჩენს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მუხლებთან დაკავშირებით შესაძლო ცვლილებებს, იმისთვის გვაქვს პირველი, მეორე და მესამე მოსმენა, რომ ვიმსჯელოთ, თუ არის რაიმე ლოგიკა და შესაძლებელია სისხლის სამართლის პოლიტიკის თვალსაზრისით ვიმსჯელოთ მუხლების შესაძლო გადახედვაზე, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს.
სავარაუდოდ, სწორედ დღეს დაზუსტდება, როგორ შეიძლება, გაფართოვდეს დაგეგმილი ამნისტია და „სისხლის სამართლის კოდექსის“ კიდევ რომელ მუხლებს შეიძლება შეეხოს.
უშუალოდ ამნისტია დაახლოებით 800 ადამიანს შეეხება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდება. მათგან 680 სასჯელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის. ამნისტიის შედეგად, საპატიმრო დაწესებულებებს 60 ქალი დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები