თურქეთმა გამთენიისას ჩინური ვაქცინის პირველი პარტია მიიღო

პეკინიდან ანკარაში ჩინური კომპანიის, Sinovac-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია გამთენიისას ჩაიტანეს.

ამ ეტაპზე, ქვეყანამ პრეპარატის სამი მილიონი დოზა მიიღო.

როგორც თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა, ქვეყნის ფარმაცევტიკის ინსტიტუტი ვაქცინის ტესტირებას დაუყოვნებლივ შეუდგება.

მისი თქმით, პროცესი 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება, მისი დასრულების შემდეგ კი მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.

ჯამურად, ანკარა გეგმავს Sinovac-გან ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიღებას, ასევე, ქვეყნის ჯანდაცვის უწყება შეთანხმდა Pfizer/BioNTech-ის პრეპარატის 4,5 მილიონი დოზის შესყიდვაზე, მომავალში კიდევ 30 მილიონი დოზის მიღების დათქმით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები