მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 80 155 187 შემთხვევაა დადასტურებული, ერთ დღეში 444 437 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სტატისტიკას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.
29 დეკემბრის მდგომარეობით, მსოფლიოში ვირუსს 1 771 128 ადამიანი შეეწირა, ბოლო ერთ დღეში კი 9 035 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ ჯანმო-ს სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ სახელმწიფოების მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ სტატისტიკას.
ბოლო 24 საათში ინფიცირების 45% მოდის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე – 202 251; მეორე ადგილზეა ევროპის რეგიონი – 176 862; მესამეზე კი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია – 25 389.