,,ტყის ბინადართა საახალწლო ზღაპარი’’ – ონლაინპროგრამა
30 იანვარს, 14:00 საათზე, ონლაინპროგრამა „ტყის ბინადართა საახალწლო ზღაპარი’’ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ტყის ბინადართა საახალწლო ზღაპარი“ – ვერა ფხაკაძის საგანმანათლებლო პროგრამა იმ ცხოველთა და ფრინველთა სახეობების მიხედვითაა შექმნილი, რომლებიც წარმოდგენილია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენაზე – „კავკასიის ბიომრავალფეროვნება“.
„პროგრამის ფარგლებში, მრავალფეროვანი აუდიო, ვიდეო და ფოტომასალის გამოყენებით, მოსწავლეები გაეცნობიან, თუ როგორ ემზადებიან შობა-ახალი წლის შესახვედრად ტყის ბინადრები და მოწვეული სტუმრები.
მოსწავლეებს საოცარი სანახაობა ელით. ისინი ნახავენ, თუ როგორ იკრიბებიან ტყის შუაგულში დიდ ნაძვის ხესთან ტყის ბინადარი სახეობები, რათა ერთად მორთონ ნაძვის ხე, გააცილონ ძველი წელი და შეხვდნენ ახალ წელს.
პროგრამას ერთვის აქტივობები – გირჩებით ნაძვის ხის მოსართავების შექმნა; პეპლის, ფრინველისა და ცხოველის ფორმის სათამაშოების დამზადება და სხვა“, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა განკუთვნილია 6-დან 14 წლამდე ასაკის მოსწავლეთათვის
შეხვედრა გაიმართება Zoom-ის პლატფორმაზე. დაინტერესების შემთხვევაში, სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა.
პროგრამა მომზადდა ექსეტერის უნივერსიტეტისა (University of Exeter) და ხელოვნებისა და ჰუმანიტარული კვლევის საბჭოს (Arts and Humanities Research Council) ხელშეწყობით.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი საშობაო ონლაინპროგრამებსა და ლექციებს სხვადასხვა ასაკისა თუ ინტერესის მქონე აუდიტორიისთვის მართავს.