ელენე ხოშტარია: მაქვს გეგმები, ესაა ახალი პლატფორმისა და პოლიტიკური ძალის შექმნა
“მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ის არცერთ სხვა პარტიაში არ გადადის და რჩება ოპოზიციურ ერთობაში.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება. მე მაქვს ახალი გეგმები, ესაა ახალი პლატფორმისა და პოლიტიკური ძალის შექმნა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.