ელენე ხოშტარია “ევროპულ საქართველოს” ტოვებს
ელენე ხოშტარია “ევროპულ საქართველოს” ტოვებს.
პარტიის წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, პარტიაში დაპირისპირება არ ყოფილა და ხოშტარია საკუთარ გადაწყვეტილებაზე თავად ისაუბრებს.
„როგორც ვიცი, ელენე ხოშტარია თვითონ აპირებს განცხადების გაკეთებას. დავუტოვოთ უფლება, თვითონ თქვას, რას აპირებს და როგორ აპირებს. ნამდვილად არ ვაპირებ, სხვის მაგივრად ვილაპარაკო. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, ეს შემიძლია, დაგიდასტუროთ. რაც შეეხება დანარჩენს, გაიგებთ დღის განმავლობაში. უაღრესად დადებითი პიროვნება, ჩემი ახლო ადამიანი და მეგობარია და ასეთად დარჩება, მიუხედავად მისი გადაწყვეტილებისა, რასაც დღის განმავლობაში გაიგებთ“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს. ერთ-ერთი ვერსიით, ის არასამთავრობო ორგანიზაციაში გააგრძელებს საქმიანობას.
„ევროპული საქართველოს“ ოფისში პარტიის ლიდერების განცხადება 15:30 საათზეა ჩანიშნული.