27 დეკემბერი გიორგი ლეონიძის დაბადების დღეა

1899 წლის 27 დეკემბერს გიორგი ლეონიძე დაიბადა. მას დღეს 121 წელი შეუსრულდებოდა. დიდ პოეტს და მოღვაწეს ფეისბუქგვერდი  ბორჯომი გულშემატკივარი • Borjomi CSR  იხსენებს.
პოეტი, რომელსაც მკითხველი დიდი სიყვარულის ნიშნად მხოლოდ სახელით მოიხსენიებდა. მიხეილ ჯავახიშვილმა კი მას „ქართულ მიწაში ყელამდე ჩაფლული პოეტი“ უწოდა.
„შენ ლიახვის კლდეზე დგახარ, ძველი მოსასხამით, – ოლე, ოლე, მარტოხეო, დღისითა და ღამით.“
„მოდი! გეძახი ათას წლის მერე, დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!“
პოეტის პროზა – „ნატვრის ხე“, დღემდე გამორჩეულად უყვარს მკითხველს. „ნატვრის ხე“ გოგლა ლეონიძესაც განსაკუთრებულად უყვარდა, რადგან მოთხრობების ეს კრებული, პოეტის ბავშვობის საუკეთესო მოგონებებს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები