კახა კალაძე: ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო გამორჩეული სახე როგორც სატელევიზიო ეკრანზე, ისე კინოში, ვწუხვარ და ვიზიარებ მისი ოჯახის ტკივილს
თბილისის მერი კახა კალაძე ტელეწამყვან და მსახიობ ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“გარდაიცვალა ჯულიეტა ვაშაყმაძე – ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი და მსახიობი. მან დიდი როლი ითამაშა ქართული ტელევიზიის ისტორიაში. ის იყო გამორჩეული სახე როგორც სატელევიზიო ეკრანზე, ისე კინოში. ვწუხვარ და ვიზიარებ მისი ოჯახის და ახლობლების ტკივილს”,- წერს კახა კალაძე.
ცნობისთვის, 87 წლის ასაკში ქართველი ტელეწამყვანი და მსახიობი ჯულიეტა ვაშაყმაძე დღეს გარდაიცვალა.