ოდესაში მცხოვრები ქართველები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობას უხდიან

უკრაინაში, ქალაქ ოდესაში მცხოვრები ქართველები და ქართული საკვირაო სკოლის “ანა-ბანას” დირექტორი მეგი ლაშხია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პანდემიის პერიოდში გაწეული დახმარებისთვის და სწრაფი რეაგირებისთვის მადლობას უხდიან.

“ანა-ბანას” დირექტორის, საგრანტო პროექტ “დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის” ავტორის მეგი ლაშხიას განცხადებით, პროექტი მიზნად ისახავდა მძიმე პირობებში მყოფი მოქალაქეების უზრუნველყოფას სასურსათო ვაუჩერებით და მედიკამენტებით, დახმარებას მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისათვის.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხა ეფექტურად, გამჭვირვალედ და მიზნობრივად იქნა გამოყენებული.

“ასევე საქართველოს საკონსულო ბატონი თორნიკე ბერეკაშვილის მეთაურობით ყველა რესურს და შესაძლებლობას იყენებს მოქალაქეების დასახმარებლად, რაც ადასტურებს საქართველოს სწორ საგარეო პოლიტიკას. იმედია, მომავალშიც საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდით დგომით წარმატებულად გადავლახავთ პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს და გავაგრძელებთ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლას”, – აცხადებს მეგი ლაშხია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები